Monday, November 3, 2014

ჩემი ექსკურსია

                                                   ჩემი ექსკურსია

იდეა:   ყურადღების გამახვილება სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის გამოყენებაზე    რეალური პრობლემის გადაჭრისას
აქტუალობა: ჯგუფური მუშაობის გამოყენება. ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობითი, ჰარმონიული ურთირთობის ჩვევის გამომუშავება; სოციალური უნარ-ჩვევების, ერთმანეთის მოსაზრებების გათვალისწინება  და შეთანხმებული, სწორი გადაწყვეტილების მიღებისა დასკვნების გამოტანის უნარის გამომუშავება.
ვადა;  10 დღე
ასაკი:   12-13 წელი
ძირითადი აქტივობები:
აქტივობა1.შევადგინოთ მოსანახულებელი ადგილების სია და სავარაუდო თარიღი.  ამისათვის ჩავატაროთ გამოკითხვა  თანაკლასელებში, გავითვალისწინოტ მშობლებისა პედაგოგების რცევები. გამოვიყენოთ ცნობარი.
აქტივობა2.დავაზუსტოთ, რა უფრო მიზანშეწონილია-ლაშქრობა თუ ტრანსპორტით  მგზავრობა(შევარჩიოთ მისი სახეობა)
აქტივობა3.შევადგინოთ ყოველი სავარაუდო ექსკურსიისთვის ხარჯთაღრიცხვა (რა საქმეში და რა რაოდენობით უნდა დაიხარჯოს თანხა)-გასათვალისწინებელია  კვების, სატრანსპორტო, სასტუმროს ხარჯები.
აქტივობა4.შემდეგ ამ თანხების მოძიება. საშუალო ხარჯის დაკისრება თითოეული მოსწავლისათვის (შესაძლოა ზოგიერთი მოსწავლის ოჯახური პირობების გათვალისწინება)
აქტივობა5.ჩავატაროთ  გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის წინასწარი გარჩევა.
აქტივობა6.შეიძლება ექსკურსიას  შევუთავსოთ მათემატიკური ფაქტის გამოყენება ( მაგ. მაღალი ძეგლის სიმაღლის ან რაიმე მიუდგომელ ობიექტამდე მანძილის პოვნა

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    VII.2.  მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება.  VII.14.მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.  VII.15.მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით

პროექტის ხელმძღვანელი; ნანა პაპიაშვილი
პროექტის ვებ. გვერდი:http://nanapapiashvili6.blogspot.com/
                                                         

ნანა პაპიაშვილი

ნანა პაპიაშვილი დაბადებული1969 წლის 3 დეკემბერს; მყავს მეუღლე და ორი შვილი. ვმუშაობ 141-ე საშუალო სკოლაში  მათემატიკის პედაგოგად..